მაღალბიუჯეტიან კომპანია ალბატროსს ყოფილი თანამშრომლებ კუთვნილი ხელფასების მიღებასა და უკანონო გათავისუფლების გამო უჩივიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქმე "ყოფილი თანამშრომლები ალბატროსის წინააღმდეგ", შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პრეცედენტულია. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არსებული უთანხმოება.
კომპანიას, რომლის სახელსაც მისსავე შენობაში ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია, თანამშრომლების მიმართ ღორსებისა და პატივის შემლახველი მოპყრობა უკავშირდება, ყოფილ თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებაში, გაუცემელ ხელფასებსა და კომპენსაციებში ედავება.
პრეტენზიები აქვს კომპანიის წარმომადგენლობასაც, რომელიც ყოფილ თანამშრომლებს ალბატროსში მუშაობის პერიოდში გაცემული პრემიების უკან დაბრუნებას სთხოვს. მათი განმარტებით, გაცემულ პრემიებზე და გაზრდილ ხელფასებზე ბრძანებები არ არსებობს. თუმცა, სხვა მტკიცებულებები აქვს მოსარჩელე მხარეს. როგორც ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, ასეთი ბრძანებები არსებობს, მათი დედანი ალბატროსის კადრების განყოფილებაშია და მალავენ. მათ ხელში კი ამ ბრძანებების მხოლოდ ელექტრონული ვერსიაა, სადაც აღნიშნულია თუ ვისზე, რა რაოდენობით და როდის გაიცა პრემია. ასევე, რამდენით და ვის გაეზარდა ხელფასი.
აღნიშნულ საკითხებზე კომენტარს ალბატროსის იურისტი ცოტნე ჩიქვინიძე არ აკეთებს. მან საუბარი არ ისურვა არც სასამართლოში მიმდინარე დავის დეტალებზე.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ალბატროსის ყოფილი თანამშრომლები საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანია საქვეანგარიშო თანხების უკან დაბრუნებასაც მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ სკანდალში არაერთხელ გახვეულ კომპანია „ალბატროსს“ შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ინფორმაციით, უწყება ფინანსურ დოკუმენტაციასა და ხარჯთაღრიცხვას სწავლობს და ჩვენი ინფორმაციით გარკვეული დარღვევებიცაა აღმოჩენილი, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება.