მარიამ ხვედელიძე
19.01.2019

 გრიპის შემთხვევების მატებასთან ერთად ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაცაა. დაავადების პრევენციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული მოქალაქის წითელაზე ვაქცინაციის ჩატარების ხარჯი თავად დაფაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია ვაქცინაცია სრულიად უფასოდ გაიკეთოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოქალაქევს ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერ პოლიკლინიკაში შეუძლიათ.

„ვაქცინაცია შეიძლება ჩაიტარონ ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც ადამიანები არიან მიმაგრებულები, კვირის განმავლობაში. შაბათ-კვირას ვინც იმუშავებენ, სია გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვედზე.

„ყველგან, სადაც მიმაგრებულია ადამიანი პოლიკლინიკაზე, თავისი ოჯახის ექიმთან და არის ამცრელი კაბინეტები, მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიტარონ აცრა. ეს ყველგან სახელმწიფოს ხარჯზე ხდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, სადაც მოქალქეებს წითელას ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ. სიაში საქართველოს 7 რეგიონში მდებარე 40 სამედიცინო დაწესებულება მოხვდა. მოქალაქეებს მისამართების გაგება ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ. ასევე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე moh.gov.ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. ამირან გამყრელიძის თქმით, პირველიდან 18 იანვრამდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×