რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) მთელი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ქართველების ასეთი გადინება საქართველოდან, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"მინდა, გავახილოთ თვალები და დავინახოთ, რომ საქართველო იცლება. ივანიშვილის აქვს შეგნებული პოლიტიკა, რომ საქართველო გადააქციოს თავის საკარმიდამოდ, სადაც ქართველები როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც მოქალაქეები არიან სრულიად ზედმეტები,"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქლაივის" ჩართვისას.

სააკაშვილი უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდებს ორ ლოკაციაზე შეკრებისკენ, სადაც იმსჯელებენ საქართველოში დაბრუნების გეგმებზე.

"ამერიკაში მყოფი ქართველები მოსამზადებელი შეხვედრისთვის ვიკრიბებით ბრუკლინში, "ნაციონალში" 20 იანვარს, გვაქვს დიდი შეკრება და 10 თებერვალს ლიეჟში, ევროპის ცენტრში, ბრიუსელთან ახლოს ვიწვევთ სრულიად ქართველთა მსოფლიო კრებას. დავგეგმავთ ჩვენს საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღს და პროცესს. ასევე შევარჩევთ ახალ ხალხს, გამოცდილებით გამდიდრებულებმა გავაძლიეროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო,"- დასძენს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×