(რეზონანსი) დიდ დიღომში, მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალი გულგრილობის მუხლით წაუყენეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლიბის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან", - განაცხადა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, გამოძიებას ისინი არ დაუკითხავს და ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.