რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) "ხან გაქანდა და უკრაინაში შექანდა, გამოქანდა და ჰოლანდიაში გაიქცა, თუმცა მიშას შემოქანებას საქართველოში მე არ ველოდები, რადგან თავად მის მხარდამჭერებსაც აღარ უნდათ შემოქანებული სააკაშვილი", - ამის შესახებ "ქართული ოცნებს" წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ხალხმა დაასრულა და არა თავად კალაძემ, რაშიც ის განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

„კახის მგონი არ დაუსრულებია განცხადება, იმ ხალხმა დაასრულა, რომელმაც იგულისხმა ის, რაც თქვენც იგულისხმეთ. მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში, ცნობილია, ის შემჩნეულია ამაში. ხან გაქანდა და უკრაინაში შექანდა, გამოქანდა და ჰოლანდიაში გაიქცა, თუმცა მიშას შემოქანებას საქართველოში მე არ ველოდები, რადგან თავად მის მხარდამჭერებსაც აღარ უნდათ შემოქანებული სააკაშვილი", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „7VS1".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×