რეზონანსი
19.01.2019

 სპეციალურად სოსო ჯაჭვლიანისთვის შექმნილი სახელმწიფო შპს გაუქმებულად გამოცხადდა. ამის შესახებ დღეს მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელმა გააკეთა.

თამაზ გამცემლიძე ამბობს, რომ თეთნულდი დეველოპმენტმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეასრულა და მისი არსებობის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას.

სოსო ჯაჭვლიანი თეთნულდის განვითარების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას ქართული ოცნების სიით სადეპუტატო მანდატი შეუწყდა.

"თეთნულდი დეველოპმენტმა" მისი მუშაობის პერიოდში 455 ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 17 434 304 ლარია.

„შპს თეთნულდმა შეასრულა თავისი ვალდებულებები, დაასრულა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც მას უნდა შეესრულებინა და გაუქმდა. დანარჩენზე მე ვერაფერზე პასუხს ვერ გაგცემთ... მათ უნდა შეესრულებინათ გარკვეული ვალდებულებები, უნდა აეშენებინათ საბაგიროები, მოეწყოთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მათ შეასრულეს და შესაბამისად, დაასრულა კომპანიამ თავისი მოღვაწეობა,“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, თამაზ გამცემლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×