რამდენიმე დღის წინ, 16 იანვარს გაზის აფეთქებას დიდ დიღომში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაზგამანაწილებელი კომპანიის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი დააკავა.
საქართველოს ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის თქმით, გაჟონვის დროს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ცუდად არიან. გთავაზობთ მის შვიდ რჩევას, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- დეტექტორის შეძენა (ფასი 20-დან 50 ლარამდე) და სამზარეულოში დამონტაჟება;
- არ იყოს სახლში ყველა ფანჯარა ბოლომდე დახურული;
- სახლის განიავება;
- ყველა საეჭვო შემთხვევაში, როცა შესაძლებელია სადარბაზოში ან სახლში აირი ჟონავდეს, - გაზგამანაწილებელი კომპანიის საავარიო სამსახურისთვის მიმართვა. თუ არ მოვლენ შეთანხმებულ დროს დარეკეთ ხელახლა, იმდენჯერ, სანამ რეაგირება არ მოხდება;
- საავარიო სამსახურის თანამშრომლებს შეამოწმებინეთ ყველა საეჭვო ადგილი. სუნის არსებობის შემთხვევაში გამოიძახეთ ხელახლა;
- გაზზე მომუშავე დანადგარების დაყენებისას გამოიძახეთ პროფესიონალი ხელოსნები;
- გამოცვალეთ გაზის ხელსაწყოების შიდაწვის კამერები, თუ ამის რეკომენდაცია არსებობს.
(ონ.ჯი)