თამარ შუკვანი
20.01.2019

 „თუ არ დაკმაყოფილდა და ყველა სასამართლო ინსტანციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ კანონმროჩილი ხალხი ვართ და ამ ჯარიმას გადავიხდით. თუმცა, ვფიქრობ, შესაძლოა სხვა შედეგი დადგეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო სამართლიანი იქნება," - აღნიშნავს „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო შტაბის უფროსი, გოჩა თევდორაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის" მიერ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურები სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირებულობად მიიჩნია და პარტია 30 500 ლარით დააჯარიმა, რაც „პატრიოტთა ალიანსმა" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, „პატრიოტთა ალიანსი" ჯარიმას გადაიხდის, - აცხადებენ „პატრიოტთა ალიანსში."

გოჩა თევდორაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პატრიოტთა ალიანსს" გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი. ფლაერები რაც მაშინ დარიგდა, „ნაცმოძარობის" წინააღმდეგ იყო მიმართული.

„აუდიტის სამსახურმა რატომღაც ჩათვალა, რომ ეს „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად იყო. გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი ინსტანციის სასამართლო," - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×