(რეზონანსი) საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა მომისმინეთ აქეთ ძალიან კარგად, როცა მე, ანა ბალამწარაშვილმა და კიდევ რამოდენიმე ძალიან სერიოზულმა ჩემმა მეგობარმა მოგმართეთ თხოვნით რომ, შეგვეძლო ლიბიის საკითხის მოგვარება და ამ ყველაფერში ჩართული გვყავდნენ ძალზედ მძიმეწონოსანი ევროდეპუტატები და ევროპელი პოლიტიკოსები, საერთოდ ყურად არ იღეთ ეს საკითხი და ის იძახეთ ფოფხაძის გაკეთებული არაფერი არ გვჭირდებაო და იმ ევროდეპუტატებთან და ევროპელ პოლიტიკოსებთანაც კინაღამ გაგვიფუჭეთ საქმეც და რეპუტაციაც, იყო ასეე დიიიიახ ასე იყო, ხო და ხომ ხართ მისაჯირყვნები ახლა, კი თან ისე ხართ რომ, სულ სამაგალითოდ უნდა გაგწკეპლოთ კაცმა, იმიტომ რომ, მაშინ ერთი ადგილი რომ გაგერყიათ და "ფოფხაძის გაკეთებული არაფერი გვინდა" არ გეძახათ, დღეს ეს ბიჭი ცოცხალი გვეყოლებოდა და ლიბიაში მყოფი ქართველი პატიმრები თავისუფალი"" - წერს გიორგი ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე