თამარ შუკვანი
21.01.2019

 მიმდინარე წლის აპრილში მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იყრის კენჭს.

თავად ჯიშკარიანი „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. 

„პარტიაში მიმდინარეობს განხილვები. მოვლენები რა და როგორ წარიმართება, ამასთან დაკავშირებით გააკეთებენ განცხადებას და ამის შესახებ გაიგებს საზოგადოებაც. 

„რაც შეეხება ჩემ კანდიდატურას, გუნდს სადაც დავჭირდები - პარლამენტში, საკრებულოში თუ სხვაგან - მზად ვარ ხალხის კეთილდღეობისთვის ვიმუშაო და ვემსახურო მათ,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×