რეზონანსი
22.01.2019

 მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაიწყო. თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ საქართველოს მთავრობის განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოიცა ბრძანება, რაც გულისხმობს წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში თანამშრომლებსა და მოსწავლეების სტატუსის შეჩერებას.

ბრძანება დღეიდან მოქმედებს და მასში აღნიშნულია, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა მომავალი 2 თვის განმავლობაში უნდა გაიკეთოს ყველამ - როგორც ბაღის აღსაზრდელებმა, ისე ბაღების თანამშრომლებმა, მათ შორის აქამდე აცრილებმაც. შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის სახით აუცილებელია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინონ სამედიცინო ცნობა.

თუ პიროვნება აცრას ვერ იკეთებს სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემის გამო, კონკრეტული ბაღის დირექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მის საკითხს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო დაავადების შემდგომი გავრცელების რისკი ძალიან მაღალი. მიუხედავად ამისა, სააგენტო ცდილობს, რომ მდგომარეობა დაარეგულიროს.

                                                                                                                  თათია გუცაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×