ია აბულაშვილი
22.01.2019

 „ქართული ოცნების“ ოფისში 24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. უმრავლესობის ერთ-ერით ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სხდომაზე უმარვლესობის ყველა წევრია მიწვეული. განსახილველ საკითხთა შორის კი იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

იმსჯელებს თუ არა უმარვლესობა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე და იმ ხმაურიან დაპირისპირებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დროს პარლამენტში, უმრავლესობის ერთ-ერთი  ლიდრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს  ერიდება დისკუსიას შიდა პარტიულ თემებზე და გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა, საუბარი იქნება პარტიაში მიმდინარე მოვლენებზეც.

„ჟურნალისტებს  ხშირად ჩვენზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და ამიტომ რომც გითხრათ, რომ არ იქნება საუბარი პარტიაში არსებულ მდგომარებაზე, არ დამიჯერებთ. „ქართული ოცნება“ არასდროს ერიდება შიდა პარტიულ დისკუსიას და რა თქმა უნდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის მოსმენასთან თუ კომიტეტის ანგარიშებთან დაკავშირებით, საუბარი იქნება  შიდაპრტიულ თემებზე. თუმცა, დანამდვილებით ვერ გეტყვით რა  საკითხებს დააყენებს პარტიის ლიდერი.

„რაც შეეხება იმას, გაირიცხება თუ არა ვინმე პარტიიდან, პირადად მე მომხრე არ ვარ არც გარიცხვების  და არც პარტიის დატოვების. განსხვავებული აზრისთვის არავინ უნდა დაისაჯოს და ასევე ფიქრობენ უმრავლესობაშიც.

„ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს პარტიიდან გარიცხვის  საკითხი დადგეს; თუ პარტიას ვინმე დატოვებს, ეს მისი საქმეა,  მაგრამ  არ მგონია ვინმეს ამის სურვილი ჰქონდეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×