იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ ბოლო დღეებში დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა. იგი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს და საერთშორისო ორგანიზაიცებს მიმართავს, ნუ იქნებიან „პასიური მაყურებლის როლში“ და ყურადღება გაამახვილონ იმ განცხადებებზე, რომელიც მოსამართლეების მიმართთ კეთდება.
ამ მუქარის ფაქტზე, ასევე მისი და სხვა მოსამათრლეების ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სერგო მეთოფიშვილი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ეკა გიგაურს, სულხან სალაძეს, გიორგი მშვენიერაძეს, სოფო ვერძეულს, ნაზი ჯანუზაშვილს, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძეს, გია ხუხაშვილს.
„ეს პირები ითხოვდნენ, რომ სასამათრლოში უნდა განხორციელდეს წმენდა, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებეში. ითხოვდნენ იუტსიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას და ა.შ. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ამ ხალხის მოწოდებებმა სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ, პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამათრლეების მიმართ ძალადობისკენ“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.
გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია იუსტიციის უღმაღლესი საბჭოს მოსმართლის განცხადების პათოსი და ის, თუ რაზე აკირსებს მეთოფიშვილი მას პასუხისმგებლობას.
„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის ტრაგიკომედია. დაწყარდეს, არც მას და არც მის ოჯახს არაფერი ემუქრება. სამოქალაქო საზოგადოება მომწიფებულია იმისკენ, რომ ცივილიზებულ ფარგლებში წაიყვანოს პროცესი. მიდის სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესი. მისი განცხადება კი თეატრალურ ასოციაციას იწვევს - მთელი აქტის განმავლობაში რადგან თოფი კედელზე კიდია, აუცილებლად გაისვრის.
„გაუგებარია, რაზე მაკისრებს პასუხისმგებლობას, იმაზე რომ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება მინდა? ამაზე მაკისრებს პასუხისმგებლობას?“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.