იურისტის ლია მუხაშავრიას განცხადებით, შესაძლოა ის პირები, ვინც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიარიან შეყვანილი, ევროპის ქვეყნებში შესვლისთანავე დააპატიმრონ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. მანამდე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარდაჭერა ევროპარლამენტსა და აშშ-ის კონგრესშიც გამოუცხადეს.
„სავარაუდოდ, ისევ ის ღონისძიებები იქნება გამოყენებული, რასაც ევროპის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ იყენებს ხოლმე, ანუ ეკონომიკური სანქციები და ინტერპოლის წითელ ცირკულაში სავარაუდო დამნაშავეების შეყვანა, რომ ისინი დააპატიმრონ.
„ეს გულისხმობს, რომ ის პირები და მათი ოჯახის წევრები ვერ გადიან ევროპაში, უყადაღებენ ევროპულ ბანკებში ანგარიშებს და ეს არის რაც ცნობილია საყოველთაოდ.
„მე ვერ გეტყვით სხვა კიდევ რა შეიძლება მოიფიქროს ევროპის საბჭომ. უნდა დაველოდოთ მათ რეაქციას," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან" საუბრისას.