თამარ შუკვანი
26.01.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ტყვარჩელის რაიონ სოფელ წარჩეს მკვიდრი, 1962 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გია ფარულავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და სოხუმის იზოლატორში იმყოფება.

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩხრეკის დროს დაკავებულის კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ხელყუმბარა, ვაზნები და სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორია ნაპოვნი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გამოძიება „სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის" ბრალდებით დაიწყო. საქმე ასევე აღძრულია დე ფაქტო სს კოდექსის 217-ე მუხლით, რაც საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×