წითელას მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა, რომ ყველამ უნდა გამოიყენოს შანსი და გაიკეთოს უფასო ვაქცინა წითელას წინააღმდეგ. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება ეპიდ აფეთქება, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ოთხ რეგიონში - ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში.
„იანვრის ბოლოს იქნება მატების ტენდენცია, ასევე ეპიდემიური აფეთქება. გუშინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 816 შემთხვევა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიზეზი ხალხის აუცრელობაა.
„რა თქმა უნდა, წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი გზა მოსახლეობის აცრაა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
საყურადღებოა, რომ უკვე გარდა საბავშვო ბაღებისა, უნივერსიტეტებსა და სკოლებშიც სავალდებულოა წითელას ვაქცინის გაკეთება და ცნობის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში პიროვნებას სასწავლო დაწესებულებაში მოქმედი სტატუსი შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოუწოდებს რისკის ჯგუფში მოხვედრილ ადამიანებს,გამოიყენონ შანსი და გაიკეთონ უფასო აცრა წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით. ამჟამად 1700-ამდე პირია აცრილი მთელისაქართველოს მასშტაბით, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით 22:00 საათამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
თათია გუცაშვილი