თამარ შუკვანი
26.01.2019

 ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესაჩევად სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. იქნებიან თუ არა ამ სამუშაო ჯგუფში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ამ სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ მიწვეულნი არიან. ამის შესახებ მან „რეზონანსს" განუცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ჯგუფში, წესით, ქალბატონი ეკა და ბატონი გედი უნდა იყვნენ," - აღნიშნა ზოიძემ.

მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომისას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსამართლეთა საკითხზე პოზიციების დაახლოება მოხდა.

„ჩვენ ორი დღე ვმსჯელობდით ამ თემებზე, დავაახლოეთ პოზიციები და შესაბამისად, გარკვეულ პრინციპებზე საკმაოდ ახლო პოზიციები გვაქვს მთლიანად უმრავლესობას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისათვის, 24-25 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც მთავარ სამსჯელო თემას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×