რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან პანაშვიდი მიმდინარეობდა. ლევანის ოჯახს უამრავმა ადამიანმა მიუსამძიმრა, ეკლესიასთან იმყოფებოდნენ ჟურნალისტის ნათესავები, კოლეგები, მეგობრები.

ლევან ჩხაიძის ოჯახს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრეს.

ლევან ჩხაიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი. ქაშვეთის ეკლესიაში მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

ლევან ჩხაიძის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×