(რეზონანსი) „მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ექს- პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გადაცემაში „კვირის აქცენტები".
"მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის. ეს არის ის, რასაც ბიზნესმენები ჩადებენ აუცილებლად, მათ შორის ქართული დიასპორის ბიზნესმენები და არა მხოლოდ", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სარკაზმით ემხაურება:
"ნაწილს ზღვით შემოიტანს, ნაწილს გვირაბით!", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
"მარშალპრესი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე