რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) ქალაქში  გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ცნობილი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიკა ნაყოფიას ხვდება. უფრო მეტიც ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

 ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება „მადნეულისა"და „კვარციტის" აქციები. ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან „კვარციტის" კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპერედენტო შემოსავალი გახლდათ.

ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მეწილე გახდა. როგორც, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიიღო.

ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას „ინსტაგრამზე" საჯაროს მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ".

ბუნებრივია, ბიზნესმენი ნანუკას ნამუშევრებს არ გულისხმობდა. ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.

ამ ხმებს ნანუკას ინსტაგრამის ერთი უცნაურობა ამყარებს. იგი 2012 წლიდან არის სოციალურ ქსელში და 963 ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ჰყავს 33 ათასი ფოლოვერი, თუმცა თავად მხოლოდ - 12.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×