რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ძაღლის წელიწადის ბოლო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს. "იმედის" დილის ეთერში ცაგარელმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გავატაროთ მომდევნო კვირა იმისთვის, რომ წარმატებები გვქონდეს.

"ჩვენ გვაქვს ძაღლის წელიწადის ბოლო კვირა. ტახის წელიწადი ხუთ თებერვალს დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა დადებით ენერგოველში შედის, ძაღლმა შეიძლება, კუდი მოიქნიოს. ამ პერიოდში მოიმატებს მიწისძვრების ალბათობა, რადგან დედამიწის გეომანტიის შეცვლა მიმდინარეობს. მოდის აბსოლუტუად ახალი ნიშანი აბსოლუტურად ახალი ენერგეტიკით. ოთხ და ხუთ თებერვალს გვაქვს ახალმთვარეობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ეკონომიურმა პრობლემებმა არ იჩინონ თავი. სხვა მხრივ კვირა უდაოდ ცუდი არ არის. მთლიანობაში ყველა ნიშანს აქვს თავისი პლიუსი და მინუსი. რადგან მერწყულის ზოდიაქოში ვიმყოფებით რასაკვირველია, ჰაერის სტიქიაა და მისი მეგობარი ნიშნები წინაპლანზე წამოწეული", - განაცხადა ცაგარელმა.

 

2020news.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×