რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) "შემიძლია მობილიზაცია 10 მილიარდი დოლარის. უნდა შემოვიდეთ საქართველოში მასობრივი ინვესტიციებით. საქართველო ავამუშავოთ და ძალიანს სწრაფად წავიდეთ წინ" - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გადაცემაში "კვირის აქცენტები" განაცხადა.

"საქართველო უნდა გახდეს ისევ რეგიონალური და მსოფლიო ლიდერი სწრაფი ტემპის ინოვაციების ტექნოლოგიების თვალსაზრისით და უნდა იყოს ძლიერი ინსტიტუტები.

ძლიერი ინსტიტუტები არის მთავარი გამანეიტრალებელი ყველანაირი გადახდის. ძლიერი ინსტიტუტების შექმნა ჩვენ დაწყებული გვქონდა და ესენი დღემდე ანგრევენ. მიადგენ და ბოლომდე ვერ დაანგრიეს" - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აზრზე ხართ! უკვე ჩამოწერილი აქვს ვის წაგლიჯავს ამ ათ მილიონს! 7 ბიძინასი აქვს დათვლილი და დანარჩენი ბანკების...", - წერს ლეფსვერიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×