ია აბულაშვილი
28.01.2019

 "როგორც ჩანს, ამ მოსამართლეებს არანაირი ვადები და  შეზღუდვები არ უნდათ, ისინი შემოვიდნენ პოლიტიკურ ველში ძალაუფლებისა და ბერკეტების გასაძლიერებლად, სურთ თავისი დღის წესრიგი უკარნახონ პარლამენტს" - განაცხადა "რეზონანსთან" "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. 

 

"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უმრავლესობის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უვადოდ  მოსამართლეთა დანიშვნა შეიძლება  შეჩერებულიყო, გადადებულიყო 2024 წლამდე, სანამ არ იქნებოდა შემუშავებული კრიტერიუმები.  

 

“ეკა ბესელიაც  აცხადებდა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნა იქამდე, ვიდრე რეფორმებს არ განვახორციელებთო. ეს არ ეხებოდა მარტო უზენაესი სასამათრლოს მოსამართლეებს, ზოგადად სასამართლო სისტემას.  

 

“როგორც აღმოჩნდა, ეს არ აწყობთ მავანთ - ახლა მიქაუტაძის უვადოდ გამწესება სურთ. ამ მოსამათრლეებს არანაირი ვადები და შეზღუდვები არ უნდათ, ძალაუფლებისა და ბერკეტების გასაძლიერებლად სურთ თავისი დღის წესრიგი უკარნახონ პარლმანეტს.  

 

ეკა ბესელიას მიმართ დაიწყო ბრძოლა ბინძური მეთოდების გამოყენებით. იგი მალე ჩამოვა და დაველოდებით რა გადაწეტილებას მიიღებს. თუ ჩვენი გვერდში დგომა დასჭირდება, აუცილებლად გვერდში დავუდგებით"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×