ოჯახის ინფორმაციით, 14 წლის მოზარდს მისივე მასწავლებელმა ინტიმური ხასიათის წერილი მისწერა. ამბავი მას შემდეგ გასკდა, რაც მე-9 კლასის მოსწავლემ მომხდარი თანაკლასელებს უამბო.
გოგონას დედა ამბობს, რომ გზავნილი არ უნახავს, რადგან მოზარდს ის ტელეფონიდან სავარაუდოდ, თავად პედაგოგმა წააშლევინა. სკანდალის შემდეგ პედაგოგმა სკოლა პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.
მოსწავლისათვის ინტიმური შინაარსის მესიჯების გაგზავნის შესახებ დირექტორმაც იცის, თუმცა ამბობს, რომ დეტალების გარკვევა არ უცდია, რადგან ამბავი სასწავლო პროცესს არ ეხება.
„კურიერი“ პედაგოგს ტელეფონით დაუკავშირდა. სატელევიზიო ინტერვიუზე მასწავლებელმა უარი თქვა. მომხდარს კი სიცრუე უწოდა. კითხვა კი, რატომ წავიდა ის სკოლიდან, უპასუხოდ დატოვა.