რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებას ეხმაურება.

მისი თქმით ბესელია, მინიმუმ არაგულწრფელია, როდესაც გამუდმებით მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა ფარული ჩანაწერების გაკეთება.

"დღეს, როდესაც ეკა ბესელია გამუდმებით მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომლის მმართველობის პერიოდში მისი მტკიცებით უკანონო კადრების ჩაწერა მოხდა, მაგრამ ერთხელ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობის დროსაც ეს კადრები გავრცელდა, ის როგორც მინიმუმ არაგულწრფელია. სინამდვილეში კი ივანიშვილის ხსენება ეშინია, მათ შორის შესაძლო სხვა "კომპრომატების" გასაჯაროვების საფრთხის გამო.

ის ამით ასევე ცდილობს, ივანიშვილის კარზე მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში თავი გადაირჩინოს და პოლიტიკური ფასი გაიზარდოს გავლენების მოსახვეჭად. დიახ. მაინც მსხვერპლია. მაგრამ ივანიშვილის. და სანამ ამ სიმართლეს არ იტყვის, ჩალის ფასი ექნება მის სიტყვას", - წერს თინა ბოკუჩავა ფეისბუქზე.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×