რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებს, რომელთან შეხვედრის ამსახველი ფოტოც გუშინ "ტაბულამ" გაავრცელა, შემთხვევით შეხვდა.

ზარდიაშვილის განცხადებით, მან "მის მეგობარ" მოსამართლეებთან, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც შედიან, სულ 5 წუთი ისაუბრა.

„შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს. ქაშუეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო - ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ხალხი არ საუბრობს ხო?", - განაცხადა ზარდიაშვილმა "რუსთავი 2"-თან.

"ტაბულას" ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×