რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის საქმე - ადვოკატის განცხადებით იგი ლონდონს შესაძლოა, დაჩქარებული წესით, საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე გადასცენ.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ლონდონი პატიმრის დაჩქარებული წესით გადაცემას მოითხოვ.

„ბრალდების მხარე გამარტივებული წესებით აპირებს, მოითხოვოს ჯეკ შეპარდის ექსტრადიცია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა მოხდეს, არ უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, დაცვის მხარე, მისი ადვოკატები ამ შუამდგომლობას შევეწინააღმდეგებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურორი დღეს აპირებს, დააყენოს სასამართლოში შუამდგომლობა აღნიშნულთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება პროცესი. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგება. ითხოვენ, რომ გამარტივებული წესებით, დაჩქარებულად ის გადაეცეს დიდ ბრიტანეთს,"- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×