რეზონანსი
29.01.2019

"დღეს ბავშვს ტყემალში ამოსვრილი მჭადი ვაჭამე, გუშინ არაფერი მქონდა და სიმინდი მოვუხარშე" - ეს სოფელ ოფშკვითში მცხოვრები, 27 წლის დარიკო ხარატიშვილისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ყოველდღიურობაა. ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 2 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობს. ქალს ძიმესი დაავადება B ჰეპატიტი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, ახალგაზრდა ქალი მედიკამენტებს საერთოდ ვერ ყიდულობს.

მას ცოტა ხნის წინ, ერთი შვილი დაეღუპა, ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, წამლები კი ვერ უყიდა.

"წამლებზე საუბარი ზედმეტია, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. მე და ჩემი შვილი უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. მეორე შვილი გარდამეცვალა, ფილტვების ანთება ჰქონდა და წამლები ვერ ვუყიდეთ. ეს ცხოვრება არ არის, ეს არსებობაა. ღამე, რომ ბავშვს დავაძინებ და მეც საწოლზე მივუწვები, ერთადერთს ვოცნებობ, ნეტა ვინმემ დილით პატარა ლობიო მომიტანოს-თქო" - განუცხადა "პრაიმტაიმს" დარიკო ხატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×