რეზონანსი
29.01.2019

 ჯონდი ბაღათურია აზიელი და აფრიკელი მიგრანტების შესაძლო ჩამოსახლებას აპროტესტებს და აინტერესებს, რატომ მოაწერა მთავრობამ ხელი საიდუმლოდ გაეროს „მიგრანტთა პაქტს“, რომლის თანახმადაც, საქართველოში აზიელი და აფრიკელი მიგრანტების ჩამოასახლება და მათთვის დიასპორების შექმნა იგეგმება. 

"2018 წლის 10 დეკებერს, საქართველო გაეროს „მიგრანტთა პაქტს“ შეუერთდა. ამ პაქტის თანახმად, მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით, ისე, რომ ქართველებს არაფერი გვკითხა, საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო, აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით, შეუფერხებლად გადმოასახლოს აფრიკელი და აზიელი მიგრანტები. ძირითადად ეს ქვეყნებია ანგოლა, ნიგერია, სომალი, ავღანეთი, ერაყი, იემენი, ლიბია და ა.შ.

ადრე მიმდინარეობდა კვოტებზე საუბარი და მაშინ 1000-2000 მიგრანტის მიღების წინააღმდეგი ვიყავით, ახლა კი საერთოდ არ არის კვოტა. დღესდღეობით 850 ათასი მიგრანტია რიგში, რომელიც ევროპაში შეჭრას ცდილობს. მოგეხსენებათ, ანგელა მერკელი კოორდინირებდა ამ პროცესს. დღეს მას მცდელობა აქვს, ეს 850 ათასი მიგრანტი ჩვენს რეგიონში გადმოამისამართოს. მათ მიღებაზე თურქეთმა უარი განაცხადა, ასევე მოიქცა რუსეთი. დარჩა აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. მარტო ამ სამი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია მიგრანტთა ეს ნაკადი, რადგან ჩაყლაპავენ ჩვენს რეგიონს, მაგრამ სომხეთი და აზერბაიჯანი არ იღებს ზემოხსენებულ მიგრანტებს. ჩვენი ხელისუფლება კი რას ფიქრობს, არ ვიცი. 

850 ათასი მიგრანტი კი არა, 8500-იც რომ ჩამოასახლონ, აქ სისხლისღვრა ატყდება. ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები ვართ და ეს კულტურათა კონფლიქტადაც შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოშიც რომ გაგრძელდეს ის დამოკიდებულება, რასაც აზიელი და აფრიკელი მიგრანტები ევროპაში ქალების მიმართ იჩენენ, ჩვენები უეჭველად დახოცავენ მაგათ. ზემოხსენებული მიგრანტები მასობრივად ევროპაში როგორც კი ჩავიდნენ, იმატა ნარკოტიკებით ვაჭრობამ, ბანდიტიზმმა, სხეულით ვაჭრობამ, ქალების გაუპატიურებამ და ცემამ ქუჩაში", - განუცხადა "ფორ.ჯის" ბაღათურიამ.

(for.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×