რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) მესტიის სოფელ ბარჯასთან, ერთ-ერთ რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია და მესტიიდან ხის მასალა მოჰქონდა. ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სასმელის ზედოზირებით გულის შეტევა დაემართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×