ია აბულაშვილი
30.01.2019

 "არა მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება და ერთი წრე შეიკრას, რადგან დღეს ყველა პარტია სხვადასხვა პლატფორმაზე დგას" - ასე ეხმიანება რეჟისორი გოგი თორაძე "გაერთიანებული ოპოზიციის" მოწოდებას ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის თაობაზე.

"მე, როგორც ერთი ადამიანი - გოგი თორაძე, ჩემს პოზიციას გამოვხატავ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას ერთი წელი დარჩა იმისთვის, რომ საზოგადოების გზავნილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო დაშვებული შეცომების თაობაზე, ყველა ეს შეცდომა გამოასწოროს, ამიტომ, ხელისუფლებამ დღეიდანვე უნდა დაიწყოს ზრუნვა არსებული რეალობის შესაცვლელად უკეთესობისკენ;

"ანუ, 90%-ი მათი მუშაობის მიმართული უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობისკენ, 10%-ი კი პირადი კეთილდღეობისკენ, და არა პირიქით - დღეს რომ არის.

"რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის თაობაზე. არა მაქვს მოლოდინი, რომ ყველა პარტია უახლოეს მომავალში გაერთიანდება და ერთი წრე შეიკვრება, რადგან დღეს ყველა პარტია სხვადახსვა პლატფორმაზე დგას.

"თუ მმრთველი გუნდი 24 საათიან რეჟიმში არ იმუშავებს და მნიშვნელოვან რეფორმებს არ გაატარებს ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობა დღის წესრიგი აღარ დადგება, რადგან თვითონ ხალხი გაერთიანდება და თავის სათქმელს იტყვის..." - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×