ია აბულაშვილი
30.01.2019

 საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცხადებულ ცვლილებებს, რომლის თანხმადაც, 2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულიად გაუქმდება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და მისი დამატება უნივერსიტეტებს შეეძლებათ ცალკეული პროგრამების შესაბამისობის მიხედვით.

ექნება თუ არა ამ ცვლილებებს პოზიტიური შედეგი, "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

"საზოგადოების ამ განწყობას მოჰყვა სამინისტროსა და პარლამენტის რეაქცია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს არის ერთ-ერთი ვერსია.

"ანუ, სამინისტრომ უკვე იცის საზოგადოების რეაქცია ამ იდეასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ისტერიკა რომელიც ამ ცვლილებებს მოჰყვა - "რა გვეშველება" გადაჭარბებულია.

"1976 წლიდან ვარ ლექტორი, იქამდე სტუდენტი ვიყავი, ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სტუდენტთა დონე უმაღლეს სასწავლებლებში დაეცა.

"ეროვნული გამოცდების შემოღების იდეა, კორუფცისთან ბრძოლის მიზნით, უარყოფითი სისტემა ნამდვილად არ იყო; ტესტურმა გამოცდებმა კორუფციის თემა მოხსნა, მაგრამ ცოდნის ამაღლების მხრივ კარგი შედეგი ვერ მივიღეთ, ტესტებმა ეს თემა ვერ უზრუნველყვეს.

"ფაქტია, რომ ცოდნის თვალსაზრისით საქართველოს დაბალი მაჩვენებელები აქვს. ექნება, თუ არა პოზიტიური შედეგი ამ ცვლილებებს, ამას მომავალი გვიჩვენებს, რადგან დღეს მხოლოდ ვერსიაზეა საუბარი, ამიტომ ასეთი რეაქცია და კრიტიკული შეფასებები ნაადრევი და გადაჭარბებულია. არ შეიძლება, დავიცადოთ და მერე ვიტანჯოთ?"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×