რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) ქართული ოცნების მხარდამჭერი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება:

„მდააა! აი პირველად ჩემს ცხოვრებაში ნიკა გვარამიას ამ პოსტის გამო ჩემი პატივისცემა! მტერი თუ უფრო მეტად ღირსეული იქნებოდა,ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი!სირცხვილი გუნდის წევრებს!" - წერს ნინო ჯღარკავა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა უმრავლესობის წევრს სოლიდარობა გამოუცხადა:

"დღეს მე ვარ ეკა ბესელია, ეს ასეა! საერთოდ არ მაინტერესება არაფერი იმის მიღმაა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. დღეს სრული სოლიდარობა მას, ის არის მორალური ტერორის მსხვერპლი.

მე როგორ მორალური ტერორის მსხვერპლი კი არ უცხადებ მას სოლიდარობას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ჯერ ერთი ვულოცავ მას გამბედაობას. ის მეორეა, ვინც ამაზე ისაუბრა ჩემს მერე.

სოლიდარობას ვუცხადებ ეკა ბესელიას და მასთან ერთად ვიბრძოლებ ნებისმიერი ფორმით, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ, ადამიანები რომლებიც მას ატერორებენ დაისაჯონ.

ბოლოს უნდა ვთქვა, ის ვისაც დასაძრახი ჰგონია, აქამდე ღალატით დაშანტაჟება იყო სექსულაური კადრების გამოქვეყნება, ახლა უკვე გადავიდნე იმაზე, რომ თავისუფალ ადამიანს როცა სექსია აქვს, ამის გადაღება და გამოქვეყნება თურმე სირცხვილია. ავად ხართ მეგობრებო, ყველას გვაქვს სექსი და გადასარევად ვგრძნობთ თავს. მართლა ავად ხართ, რადგან გგონიათ რომ ამის გამო ადამინები დასაცინები არიან. თქვენც დაკავით იმით, რასაც იღებთ, სჯობ იმ გადაღებას, გირჩევთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×