რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) დოდო გუგეშაშვილი ვეტერანებისთვის დახმარების გაზრდას მოითხოვს. თადარიგის ოფიცერი ამბობს, რომ ამ დროისთვის სამხედრო კონფლიქტების მონაწილეები თვეში მხოლოდ 22 ლარს იღებენ.

დოდო გუგეშაშვილი პარლამენტსაც მიმართავს და ვეტერანების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებს.

„უკვე მეშვიდე წელია ვითხოვთ ხელისუფლებისგან 22 ლარის გადახედვას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მათხოვრული, ღირსების შემლახველი , დისკრიმინაციული და ჯერჯერობით პასუხი არ არის. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რომელიმე მოწვევის პარლამენტი მაინც მიიტანდა ამ ყველაფერს გულთან მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვეტერანებისთვის ვერ მოიცალეს,"-განახადა დოდო გუგეშაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×