2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და საკითხის პარლამენტში შესატანად ემზადება.
"25 პარტია შევიკრიბეთ ერთი იდეით, რომ საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. ამ კამპანიაში ვერთიანდებით ყველა, ყველა პარტია თითქმის ერთიანდება საინიციატივო ჯგუფში"- განაცხადა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ხალხის ხმის მიტანა პარლამენტში შედეგზე ორიენტირებული იქნება.
საკანონმდებლო ორგანოში ამ საკიხთან დაკავშირებით მომხსენებლები იქნებიან მამუკა კაციტაძე და ალექსანდრე ბარამიძე.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტში უმრავლეობის მხადაჭერა.
"დღეს ოპოზიცია ერთიანდება ერთი იდეის გარშემო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"საკანონმდებლო ინციატივის შეტანა პარლამენტში შეიძლება, მაგრამ ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და უმრავლესობის მხარდაჭერა, ალბათ, უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადაგამს.
"გარდამავალ დებულებაში წერია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება შერეული სისტემით, ხოლო 2024 წელს პროპორციული სისტემით.
"თუ ოპოზიცია შეძლებს საპროტესტო მუხტი იმ დონეზე აწიოს, რომ ხელისუფლება აიძულოს ეს შესწორება შეიტანოს კონსტიტუციაში, სხვანაირად შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.