რეზონანსი
30.01.2019

დღეს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და  სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსამართლე, ბადრი ჯოჭლამაზაშვილმა ადვოკატი ორჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

ფინანსური სანქცია დაეკისრა პროკურორსაც. შელაპარაკება ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს მოხდა. ბრალდების მხარემ მოწმისთვის დასმული შეკითხვები გააპროტესტა, ადვოკატმა კი მოსამართლეს სუბიექტურობაში დასდო ბრალი.

საქართველოს ყოფილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×