რეზონანსი
30.01.2019

 რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 38 წლის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მან მეზობელს ველოსიპედი მოპარა და შემდეგ ავარიაში მოყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×