რეზონანსი
31.01.2019

 რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. უცნობი პირი სურსათის მაღაზიაში შევიდა, გამყიდველს დანა დაადო და თანხა მოითხოვა.

"ინფო რუსთავთან" მაღაზიის გამყიდველმა განაცხადა რომ დამნაშავეს 300 ლარი და მობილური ტელეფონი იძულებით მისცა რის შემდეგაც მამაკაცმა მაღაზია მალევე დატოვა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×