რეზონანსი
31.01.2019

 2019 წლის 1-ლი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზი“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურს ზრდის, რაც 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება. კომპანია ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, 1 მარტიდან.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ წლების განმავლობაში ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. დღემდე კომპანიის მიერ რეგიონების გაზიფიცირებისა და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტირებულია 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც დამატებით ასეულობით ათას ოჯახსა და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×