რეზონანსი
31.01.2019

 სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დღეს დროებით შეფერხდება. განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შეფერხება „სარფზე“ ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება.

„საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, საქართველოს დროით 11:00-19:00 კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თურქეთის გენერალური საკონსულოს შეფასებით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×