რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღია კამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისში" განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, გარდაცვლილებს კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა" ჩაუჭრა, მაგრამ მათ გამათბობელი თვითნებურად დააერთეს.​​

ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 7 მამაკაცი დაიღუპა. ცნობილია, რომ ისინი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდნენ. გარდაცვლილები თანამშრომელმა ნახა, რომელმაც გარდაცვლილებს სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც ისინი სამსახურში არ გამოცხადდნენ. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს, ადგილზე მისვლის შემდეგ შვიდივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

გარდაცვლილები აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო, საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. გარდაცვლილების ვინაობა ზუსტდება.

 

2020news.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×