რეზონანსი
02.02.2019

 (რეზონანსი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოფკვითში მცხოვრებ მარტოხელა დედას საზოგადოება დაეხმარა. 27 ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 1 წლის ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობს.

დარიკო ხარატიშვილს უმძიმესი დაავადება B ჰეფატიტი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს შემოსავალი არ გააჩნია, ახალგაზრდა ქალი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს. უფრო მეტიც, ცოტა ხნის ერთი შვილი დაეღუპა, ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, ქალმა კი მედიკამენტები ვერ უყიდა. "თავი სიზმარში მგონია. რაც კი არსებობს ყველაფერი მომიტანეს. უბედნიერესი დედა ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს შვილს კარგა ხანი არ მოშივდება,"- აცხადებს დარიკო ხარატიშვილი.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორის, ონისე მელქაძის თქმით, ოჯახს პროდუქტების გარდა ფულადი თანხაც გადაეცა.

"ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ საზოგადოების ჩართულობით. ემიგრანტები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანები გვიკავშირდებიან და გამოთქვამენ სურვილს, რომ კონკრეტულ ოჯახებს დავეხმაროთ. დღეს დარიკო ხარატიშვილს და მის მცირეწლოვან ბავშვს პროდუქტები მივუტანეთ და ასევე თანხა გადავეცით,"- აცხადებს ონისე მელქაძე.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×