ია აბულაშვილი
03.02.2019

 „რეზონანსის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთავრობაში საკადროსთან ერთად შესაძლოა სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდეს. უფრო კონკრეტულად კი ხელისუფლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროსაგან კულტურის სფეროს გამოყოფასა და ცალკე კულტურის სამინისტროს შექმნის საკითხს განიხილავს.

ამ ინფორმაციის გადამოწმებას „რეზონანსი“ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთა შეეცადა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი მმართველ გუნში არ გამართულა.

„ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, ყოველ შემხვევაში, პირადად მე კონსულტაციებში მონაწილოება არ მიმიღია, ამიტომ ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. თუმცა, ჩემი თავდაპირველი მოსაზრება სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. მომხრე ვიყავი, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩენილიყო, როგორც ეს მსოფლიოს ცივილიზებულ  ქვეყნებშია. 

„თუ ოპტიმიზაციის მიმართულებით იყო ნაბიჯი გადადგმული, ჩემი მოსაზრება იყო, რომ გვემსჯელა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროების გაერთიანებაზე. სამწუხაროდ, ეს მოსაზრება მაშინ ჩემმა კოლეგებმა არ გაიზიარეს.  

„დღესაც ჩემს აზრზე ვრჩები, რადგან დინამიკაც გვიჩვენებს, რომ ვიზიტორების უმეტესი ნაწილი ქვეყანას ჩვენი კულტურის გაცნობის მიზნით სტუმრობს. თუ ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყება, მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მარიამ ჯაშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×