ია აბულაშვილი
03.02.2019

 „საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა განთავსდება პრეზიდენტის სასახლეში მმართველ გუნდში მიღებული არ არის, თუმცა ცალკეულ ვერსიებზე მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში კულტურის მუზეუმის გახსნას იგეგმება.

„საუბრები, იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება აპირებს პრეზიდენტის სასახლეში განათავსოს საკონსტიტუციო სასამართლო, მთავრობის ადმინიტსრაცია ან რომელიმე კულტურული დაწესებულება, მუდმივად მესმის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობაშიც მიდის მსჯელობა ვერსიებზე. იყო ასეთი ვერსიაც, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტი გადმოსულიყო ამ შენობაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვტილება მიღებული არ არის. 

„ვერ გეტყვით, შეიძლება უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც 2 თებერვალს გაიმართა, განიხილებოდა ეს საკითხი, მაგრამ მე ადრე წამოვედი და ამ საუბარს არ შევსწრებივარ. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის დამალული არ იქნება. შეიქმნება გარკვეული ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, შეჯერდება ვერსიებზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×