თამარ შუკვანი
04.02.2019

 „სამხედრო სფეროში ეს ახალი მიმართულებაა. ეს არის მეხუთე-მეექვსე ტიპის ომის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, - საუბარია რობოტიზაციის სამხედროების გამოყენებაზე, რომელზეც მუშაობს, როგორც ამერიკა, ისე რუსეთის ფედერაცია. კვლევებს უერთდება ჩინეთიც.

„საუბარია იმაზე, რომ რობოტი სამხედროები ჩაერთვებიან სამხედრო ოპერაციებში, ეს ფანტაქსტიკას არ წარმოადგენს. 50-70 წლის შემდეგ, ეს საკითხი რეალური გახდება," - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

ამერიკის საზღვაო ფლოტი ახალი მეოთხე კლასის რობოტებით შეიცვლება. აშშ-ის საზღვაო ფლოტის განვითარების ერთ-ერთ ვარიანტად ხომალდებისა და მართვის ეკიპაჟის შემცირება წარმოადგენს, - ამის შესახებ ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ადმინისტრაციის N96- ის საზღვაო ძალების ადმინისტრაციის ხელმძღვანელ რონალდ ბოქსოლზე დაყრდნობით წერს.

მისი განცხადებით, ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს ახალი კონცეფციის რეალიზებას, - საზღვაო ოპერაციების ჩასატარებლად რუსეთის და ჩინეთის ექსპანსიის წინააღმდეგ. ასევე ეს კონცეფცია საშუალებას მისცემს ამერიკულ გემებს მუდმივად იმყოფებოდნენ მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში.

სამომავლოდ ამერიკა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს საზღვაო ფლოტის განვითარების კუთხით, - შემცირდება ეკიპაჟისა და გემების რაოდენობა, ასევე გაიზრდება რობოტების რაოდენობა, რომელიც ერთი მიმართულებით იმუშავებს, რაც ამერიკის ფლოტის შესაძლებლობას გაზრდის. ამასთანავე ფიქრობენ, რომ რობოტების გაზრდა ხელს შეუწყობს ფლოტის ხარჯების შემცირებასაც.

ვახტანგ მაისაია რობოტიზაციის სამომავლო განვითარებასა და დღეს მიმდინარე პროცესზე საუბრობს: „დღეს საუბარია მეოთხე თაობის ომის მიმდინარეობაზე, რაც სწორია. მეხუთე-მეექვსე თაობის ომების დროს გამოყენებული იქნება რობოტის ფენომენი. დღეს რობოტი მესანგრეთა დანახვით ოპერაციების დროს, ტაქტიკური დაზვერვის ოპერაციების ჩატარების დროსაც გამოიყენება.

„დღეს დრონები აუცილებელი კომპონენტი გახდა, არამარტო ოპერატიული მართვის საბრძოლო დაგეგმვასა და წარმოების მხრივ, არამედ ხორციელდება იგივე შემტევითი ოპერაციების განხორციელება. ასევე სადაზვერვო ინფორმაციების და ონლაინ ტიპის სივრცული მოდელების განხორციელებაც.

„რობოტების ტიპის წვრთნების გამოყენება შესაძლებელი იქნება სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღების კუთხითაც კი, მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის ტარება და მათი გამოყენება შესაბამისი ოპერატიული დანიშნულების მიმართულებითაც," - აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, რობოტის შექმნის პირველი იდეა იაპონიაში გაჩნდა, შემდეგ ეს იდეა სამხრეთ კორეამ და აშშ-მა განავითარეს.

„რობოტის პირველი იდეა იაპონიაში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. ამ ქვეყანებს, - იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ამერიკას, შემდეგ ჩინეთი დაემატა. ევროპაც მიდის რობოტების შექმნის განვითარების კუთხით, თუმცა ევროპა ფინანსური პრობლემის მოგვარებას უფრო ცდილობს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ამ მიმართულებით კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში რობოტ გემებსაც გამოცდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×