(რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს:
„არავითარი ილუზია სასამართლო ხელისუფლების რაიმე შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით არ მაქვს. რამის შეცვლის შანსი ნულოვანია. თუ ახლა გვრიტიშვილის და მურუსიძის რაიმე სხვა გვარებით ჩანაცვლებას არ ვეძახით ცვლილებას, ცხადია. ამიტომაც არ ვწერ და ვლაპარაკობ ჩემ ხედვაზე ამ მიმართულებით (განსხვავებით, მაგალითად, განათლებისგან), რომელიც, ცხადია, მაქვს.
სასამართლოში რამის შეცვლა შეუძლებელია ხელისუფლების სრულად შეცვლის გარეშე. ამას უნდა შევეგუოთ და თუ გვინდა სასამართლოს შეცვლა, უნდა შევცვალოთ ივანიშვილი. დღესავით ნათელია ეს ამბავი და ნებისმიერი სხვა აზრი უკიდურესი ინფანტილიზმია".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე