რეზონანსი
05.02.2019

 გურანდა გაბუნიას გარდაცვალების ფაქტმა "ფეისბუქმომხმარებლების" გარკვეული ნაწილი არამცთუ დაამწუხრა, გაახარა კიდეც. მსახიობის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი ნინია ცისკარიშვილმა გამოაქვეყნა.

„გურანდა გაბუნია გარდაცვლილა.

მოღალატე საქართველოსი..

ფულის მონა..

ახლა არ დამეტაკოთ. მოკვდა და ნუ ამბობ მასეო..,“

როგორც ნინია ცისკარიშვილის "ფეისბუქგვერდიდან" ჩანს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და არაერთი ფოტო ოპოზიციური ორგანიზაციის საპროტესტო აქციაზე თუ პარტიის ოფისში აქვს გადაღებული.

ნინია ცისკარიშვილის სტატუსის პათოსი მისმა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმაც გაიზიარეს და ცნობილი ქართველი მსახიობის კრიტიკა მისი გარდაცცვალების შემდეგაც კი არ დაიშურეს.

ცოტა ხნის წინ 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.

(კვირა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×