რეზონანსი
05.02.2019

 ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინფორმაციით, აღმოსავლური კალენდრის თანახმად, ღორს წელი დღეს ღამით ზუსტად 01 საათსა და 05 წუთზე დადგება. სურვილების ასახდენად საჭიროა, ყველა ის რიტუალი, რაც ასტროლოგმა ადამიანებს 31 დეკემბრისთვის ურჩია, დღეს ღამითაც განმეორდეს.

გთავაზობთ მიხეილ ცაგარელის რჩევებს აღმოსავლური ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით:

"დღის აქტუალური ფერებია: ყვითელი, კრემისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი, მწვანე, თეთრი და შავი. ასევე აქსესუარებში შეგვიძლია გამოვიყენოთ წითელი და ლურჯი ფერი. მნიშვნელოვანია შევიმოსოთ ამ ფერების მიხედვით.

წლის მთავარი რიცხვი არის სამი აუცილებელია გვქონდეს სამი ყვითელი ფერის სანთელი და აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური კალენდრის თანახმად, ახალი წელი დგება ღამის პირველ საათსა და 5 წუთზე, ამ სანთელს სთხოვეთ სამი განსაკუთრებული სურვლილი, რომელიც გსურთ, რომ 2019 წელს აგიხდეთ.

თავზე გადაიტარეთ 2-ლარიანი და ჩადეთ საფულეში, რათა ბარაქა და ფინანსური კეთილდღეობა მთელი წლის განმავლობაში თქვენთან იყოს. ასევე კარგია, ის მოვათავსოთ მაცივრის ქვეშ.

მნიშვნელოვანია გოგრა - ის უნდა გაიჭრას ახალიწლის დადგოამდე რამდენიმე წუთით ადრე და მისი მარცვალი უნდა მოაბნიოთ ოთახში, რათა ოჯახში იყოს ხვავი და ბარაქა", - ამბობს ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×