თამარ შუკვანი
05.02.2019

 „როგორც ჩანს, კობახიძემ დაწერა და ხელი მოაწერინა ყველას, რადგან ასეთი გრძელი ტექსტის დამწერი ამის გარდა იქ არავინ იყო. აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან. ამ გაუბედურებული სისტემის პირობებში ისევ რაღაც მიღწევებზე საუბრობენ და თავს გვახვევენ კოლექტიურ მურუსიძეს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას „რეზონანსთან" საუბრისას.

განცხადებაში საუბარია სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით, გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე. ამასთან, მმართველი პარტია ყველა პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ჩაერთონ და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას, სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების კუთხით.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ „ჭკუა ვერ ისწავლა", რასაც რეალურად საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოელოდა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება „ქართულ ოცნებას" ნეგატიურად დაუბრუნდება.

„მთავარი არგმუნეტი კი არის, რომ მოსამართლეები გათავისუფლებულან პოლიტიკური დიქტატისაგან. პატრონის გამოცვლას პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლებას ეძახიან. მიშას აღარ ვემსახურები და გრიშას ვემსახურები - ეს ყოფილა მთავარი სახელმწიფოებრივი პრინცპიცი. ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, შედეგს ვნახავთ მერე.

„ხელისუფლება ამ განცხადებით აჩვენებს აბსულუტურად არაადეკვატურობას. ჩვენ გაგვიჩნდა იმის ილუზია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომ ცოტა მაინც ისწავლიდნენ ჭკუას და რეალობა თვალს გაუსწორებდნენ. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, ელოდონ იმ პოლიტიკურ ფასს, რისი გადახდაც მოუწევთ ამ ე.წ. განცხადებების შემდეგ," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×