თამარ შუკვანი
05.02.2019

 „დაახლოებით თვენახევრის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ, გამოვითხოვეთ შეხვედრა, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია - არც თანხმობა და არც უარი. შემდეგ იძულებული გავხდი, რომ მედიასაშუალებებით მიმემართა და შეხვედრა ოთხშაბათს 12:00 საათზე დავუნიშნე. ისიც კი არ ვიცი, შემხვდებიან თუ არა, არავინ შემხიანებია," - აღნიშნავს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი ხვალ გენერალურ პროკურატურაში მისვლას გეგმავს იმისათვის, რომ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდეს და იმედოვნებს, რომ თადუმაძე მას შეხვდება.

სარალიძეს თადუმაძესთან აქვს გარკვეული შეკითხვები მისი შვილის მკვლელობის გარშემო, ამასთანავე, მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და კარვების საქმესთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×